რეზონანსი
01.08.2019

 ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ,,რუსთავი 2″ დატოვა. ამის შესახებ მან თავად დაწერა ფეისბუქში.

"გავათავისუფლე ჩემი "სწენკა" ნიუსრუმში. 13-წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.

ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან – გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.

სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა "რუსთავი 2”-ს გამოცდილებისათვის. ცხოვრებაში პირველად წარმოდგენა არ მაქვს, რას გავაკეთებ და სად ვიქნები.

ერთი ვიცი – ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ”, – დაწერა ცხომელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×