რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) „ტვ პირველი" „სტერეო+"-ის მომსახურების საფასურის გადაიხდის და არხი აღარ გაითიშება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" „ტვ პირველის" მფლობელმა, ვატო წერეთელმა განუცხადა.

„არავითარი გათიშვა არ მოხდება. გადავიხდით თანხას, ჩვენ სულ ვიხდით თანხას. ვადასტურებ, რომ არხი არ გაითიშება არასდროს", - ამბობს წერეთელი.

„რუსთავი 2"-ის, „ტვ პირველისა" და „ერთსულოვნების" შესაძლო გათიშვის შესახებ „სტერეო +"-მა განცხადება გაავრცელა და დავალიანების დაფარვისთვის ვადა 1-ელ აგვისტოს დღის ბოლომდე მისცა.

ცნობილია, რომ რუსთავი 2-მა თანხა უკვე გადაიხადა.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×