რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) სამხრეთ აფრიკის მოქალაქე, რომელსაც თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით მარიხუანა აღმოუჩინეს, აცხადებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება პირადი მოხმარებისთვის უნდოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა ირაკლი ესიავამ განუცხადა, სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს ჩემოდანში 18 კილო და 400 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს.

რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობას, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ამბობს, რომ მარიხუანა სამხრეთ აფრიკაშია შეძენილი. ამასთან ირაკლი ესიავას თქმით დაკავებულმა სამხრეთ აფრიკის და გაერთიანებული საემიროების საზღვარი აღნიშნული ბარგით უპრობლემოდ გადაკვეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×