რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება 17:50 წუთზე შევიდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები ევაკუირებულები არიან. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი არ იყო.

ამ დროისათვის სამართალდამცავებმა ბათუმის უნივერსიტეტის შენობა სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს. ბსუ-ს რექტორის მერაბ ხალვაშის თქმით, შენობაში გამნაღველები ჯერ არ შესულან.

"ჩეულებრივი სამუშაო პროცესი იყო. დაახლოებით ერთი საათის წინ, უნივერსიტეტის ფოსტაზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში 48 საათში აფეთქება მოხდებოდა. განხორციელდა ევაკუაცია, არც ერთი თამშრომელო შიგნით არ იმყოფება. შესაბამის სამსახურებს მყისიერად მოვაწოდეთ ინფორმაცია, ველოდებოთ გამნაღველებს. სასწავლო პროცესი არ იყო. მეილის მისამართი სამართალდამცავებს გადაეცა. მსგავსი შეტყობინება ორი წლის შინაც შემოვიდა",- განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×