რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.

შესაბამისად, ძალაში დარჩა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

„გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არის მოთავსებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×