რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ტურისტების კლებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

მისი თქმით, მაისსა და ივნისში აჭარაში ტურისტების პიკი იყო და მთავრობა უპრეცედენტო სეზონს ელოდა, თუმცა, "უპასიხსმგებლო პოლიტიკოსების ჩარევის" გამო ასე არ მოხდა.

"ეს განაპირობა პირველ რიგში ნაცმოძრაობის ქმედებამ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ქვეყანა ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში, მათთვის ძალაუფლების დაკარგვა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ უკვე ქვეყნის ოპოზიციაში არიან გადასული. ცდილობენ, რომ რაიმე სახით დააზიანონ ეს ქვეყანა, დააზიანონ საქართველოს მოსახლეობა და შექმნან ნიჰილიზმის, უიმედობის განცდა, რაც ტურიზმზეც, ლარის კურსზეც, ეკონომიკის განვითარებაზეც, აისახება",- აცხადებს რიჟვაძე "ბათუმელებთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×