რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) „პრაიმტაიმის" ინფორმაციით ფროდაქშენ „ფორმულა კრეატივის" დამფუძნებლები - მიშა მშვილდაძე და ირაკლი საღინაძე ახალ არხს აკეთებენ. „ჯერჯერობით არაფერი სათქმელი არ გვაქვს, კომენტარებს არ ვაკეთებთ" - აცხადებს მიშა. ირაკლი საღინაძემ „პრაიმტაიმთან" საუბრისას აღიარა, რომ კვირის ბოლომდე, ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას ვერ გააკეთებენ.

ირაკლი საღინაძე: - ბუნებაში არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს, დაელოდეთ ჩვენს ოფიციალურ გადაწყვეტილებას. ვაკეთო კომენტარი იმაზე, რაც არ არის დასრულებული, არასწორი იქნება. მე თვითონ როცა მეცოდინება პასუხები კითხვებზე, თამამად შემეძლება გესაუბროთ. ვფიქრობ, კვირის ბოლომდე რაღაც გეგმაზე ჩამოვყალიბდებით, რაც ხმამაღლა გასაცხადებლად ღირებული იქნება.

- რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის კულუარული ინფორმაცია, რომ „ფორმულა კრეატივი" ცალკე არხს აკეთებს?

- მსგავსი ამბიცია დიდი ხანია გვაქვს. პასუხი რომ გაგცეთ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რამდენად შეგვიძლია ამის გაკეთება. იდეების დამუშავების და კონკრეტული არჩევანის გაკეთების პროცესში, ანუ რუტინული შრომის ფაზაში ვართ, რომელიც რაღაც დონეზე უნდა დაღვინდეს, რომ შემდგომ ჭიქებში ჩამოვასხათ.

- რა ბედი ელის სერიალს - „ჩემი ცოლის დაქალებს"?

- ამ ვიქენდზე „ჩემი ცოლის დაქალების" ამ სეზონის ბოლო ოთხი სერია გავა. ამით დასრულდება ეს სეზონი. რა ბედი ელის მას, ეს პირდაპირ ბმაშია იმასთან, რაზეც გესაუბრეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×