რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა.

ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, საქართველოდან „შინდისი" წარსდგება.

გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

ხუთი ფილმიდან ერთი შეირჩა. კენჭი თორმეტმა ადამიანმა უყარა და 10 ხმით ფილმი „შინდისი" გავიდა.

„შინდისი", რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ცინცაძემ გადაიღო, დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებზე და სოფლის მოსახლეობის განსაკუთრებულ თავდადებაზე. პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია. პროდიუსერები ვლადიმერ კაჭარავა, ედმონდ მინაშვილი და მინდია ესაძე გახლავთ. სცენარისტი - ირაკლი სოლომანაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×