ამერიკის საჰაერო ძალები ქმნიან პირველ B-21 ტიპის პირველ საჰაერო თავდაცვითი სისტემის სატესტო თვითმფრინავს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ეყოლება. ამის შესახებ ამერიკის საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა დევიდ გოლდფინმა განაცხადა. მისი თქმით სატესტო თვითმფრინავის ფრენის ვადებს აშშ-ს საჰაერო ძალები ვერ გაამხელს, რადგან პროგრამა გასაიდუმლოებულია.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ამერიკული B-21 ტიპის ბომბდამშენი იქნება ფაქტიურად უხილავი, რომელიც იმოძრავებს მაღალი სიჩქარით და რომელსაც შეეძლება მაღალი დისტანციიდან სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების მიყენება.
„როგორც ჩანს საუბარია 4+ ის სტრატეგიული ბომბდამშენების ელემენტებზე, იმიტომ, რომ F-35, რომელზეც იყო საუბარი, ეს არის მრავალფუნქციური სტრატეგიული ავიაგამანადგურებელი, რომელსაც შეუძლია ბირთვული საჰაერო ტრიადის არსენალის კომპონენტების თან წაღება.
როგორც ჩანს ახლა აძლიერებენ სტრატეგიულ ბომბდამშენებს, ეს საჰაერო თავდაცვითი სისტემების მთავარი მომენტია იმიტომ, რომ სტრატეგიული ბომბდამშენები წარმოადგენენ ამერიკული ბირთვული ტრიადის აუცილებელ კომპონენტს, ამით ამერიკელები აძლიერებენ თავიანთ ბირთვული ტრიადის საჰაერო კომპონენტს.
„აღნიშნული სტრატეგიული ბომბდამშენი იქნება ფაქტიურად უხილავი, (რომ მათი დაფიქსირება ვერავინ ვერ შეძლოს) რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებისათვის, როგორც პასიური, ისე აქტიური რადიოსალოკაციო სისტემებისათვის, რომელიც მუშაობენ ჰაერში სწორედ ასეთი ტიპის სისტემების აღმოჩენისათვის საჰაერო და ტრატოსფეროს სისტემაში.
"ალბათ, მისი ფრენის ჭერი იქნება საკმაოდ მაღალი, მას შეეძლება განახორციელოს მაღალი დისტანციიდან ზუსტი დარტყმების მიყენება, ისინი აღჭურვილნი იქნებიან ჭკვიანი, ანუ მართვადი ბომბებით, ასევე, შეიარაღებული იქნებიან საჰაერო ფრთოსანი ელემენტებით, როგორიცაა „ჰაერი-მიწა" და შესაბამისად შეეძლება ობიექტამდე მიუსვლელად რამდენიმე ათასეულ კილომეტრამდე მოახდინოს დარტყმა ობიექტზე, ასევე ექნება ზედმეტი სიჩქარე 1-დან 10 მახის ფარგლებში." ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, ამ საჰაერო თავდაცვით სისტემით აშშ-ს ექნება უპირატესობა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით.
„ეს არის ამერიკელების მთავარი „კოზირი", ანუ ბირთვული ტრიადის საჰაერო კომპონენტის გაძლიერება, რუსებს გააჩნიათ სახმელეთო კომპონენტი, ანუ სარაკეტო ბალისტიკური თავდაცვითი სისტემები, ბრიტანელბს გააჩნიათ საზღვაო ტრიადის თავდაცვითი კომპონენტი.
"ამერიკელები კიდევ უფრო გააძლიერებენ ბირთვული ტრეადის საჰაერო კომპონენტს, სტრატეგიული ბომბდამშენების სახით და მიიღებენ ახალი თაობის ბომბდამშენს, რომელიც იქნება უკონტაქტო ბრძოლის ელემენტებით აღჭურვილი და რომელიც იქნება საკმაოდ დიდი სიჩქარის.
„ამერიკას საჰაერო თავდაცვითი კომპონენტების კუთხით ექნება უპირატესობა და ამ უპირატესობას კიდევ უფრო განამტკიცებს" - აცხადებს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".