რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) აბიტურიენტების 12,9% - მა უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს დაიწყო და სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება. მისივე თქმით, უნარების შემდეგ, სავარაუდოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება.

„აბიტურენტების 12,9 % გამოეთიშა პროცესს, რადგან მათ ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. რაც შეეხება სხვა საგნის შედეგებს, ვეცდებით, რომ ამ და მომდევნო კვირაში დაიდოს ყველა საგნის შედეგი. მას შემდეგ, რაც ყველა საგანში გამოქვეყნდება შედეგები, დაიწყება აპელაციის პროცესი. ვადებსა და სხვა დეტალებზე ინფორმაცია დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე," - განაცხადა სოფო გორგოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×