რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე "2020NEWS" - თან ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობით სისტემას დანგრევს.

დეპუტატი ყველა ადამიანს "დაშოშმინებისკენ" მოუწოდებს და აცხადებს, რომ კონკრეტული პირების შესახებ არ ისაუბრებს.

"პერსონალიებზე ლაპარაკი არ მიყვარს. პოლიტიკა უნდა იყოს წონასწორობისა და ბალანსების დაცვის პოლიტიკა, რადგან წონასწორობის დარღვევა იწვევს დესტაბილიზაციას, რომელიც ყველაფრისთვის მავნეა. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ცოტა დავშოშმინდეთ, გონს მოვეგოთ, აზრიანად ვილაპარაკოთ და ქიშპობაზე ნუ ვიფიქრებთ. ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვა მაშინ, თუ არგუმენტებით ვიკამათებთ და არა ერთმანეთის ჩაძირვის ხარჯზე. შთამომავლობა ჩვენგან გონიერი ნაბიჯების გადადგმას ელოდება, ამ გონიერი ნაბიჯების არასწორი ინტერპრეტაცია კი საფუძველი არის დესტაბილიზაციის",- განაცხადა ლადო კახაძემ.

ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დაანონსა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მმართველობითი სისტემა აუცილებლად დაინგრევა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×