რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყველა ფინანსური დავალიანება გადავიხადოთ, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „სტერეო პლუსის" განცხადების საპასუხოდ საქართველოს განაცხადა.

სალიას თქმით, ხვალ, ღამის 12:00 საათზე „რუსთავი 2" არ გაითიშება და გააგრძელებს მაუწყებლობას.

ცნობისთვის, „სტერეო პლუსმა" განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, პირველ აგვისტოს ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2"-ს, „ერთსულოვნებასა" და „ტვ პირველს" შეუწყდეთ.

„პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2"-ს, „ერთსულოვნებასა" და „ტვ პირველს" შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა „სტერეო +"-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება", - აცხადებენ „სტერეო პლუსში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×