რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამი ტურისტის დაჭრაში მონაწილე პირის ვინაობა ცნობილია. უწყების ცნობით, ის 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია.

ბათუმში, სანაპიროზე 3 ტურისტი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. აზერბაიჯანის 3 მოქალაქე, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას ფეხისა და ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჭრილობები აღენიშნებათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×