რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) ბათუმში დაჭრილი 3 ახალგაზრდიდან ორი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს მალე რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ინციდენტი მოხდა, სადაც 3 ახალგაზრდა დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×