რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, სანაპიროზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდები ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პირველადი ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას ფეხისა და ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჭრილობები აღენიშნებათ.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×