რეზონანსი
31.07.2019

1998 წლის კანზასის ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმისას, 5 ადამიანის მკვლელმა, სიცოცხლე 33 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას „Usa today“ - ავრცელებს.

ენდრიუ გოლდენი ავარიაში რამდენიმე დღის წინ მოხვდა. ის, ავტომობილით „შევროლეტს“ შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ენდრიუ გოლდენის მიერ მოკლულთა რიცხვს „შევროლეტის“ მძღოლიც შეემატა. სამმა ადამიანმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

1998 წელს ენდრიუ გოლდენმა და მიჩელ ჯონსონმა, რომლებიც 11 და 13 წლის იყვნენ, სკოლაში სახანძრო განგაშის სისტემა ჩართეს. როდესაც ბავშვებმა სკოლის დატოვება დაიწყეს, ორმა დამნაშავემ სროლა დაიწყო, რის შედეგადაც 4 სტუდენტი და 1 მასწავლებელი ადგილზევე გარდაიცვალა. 

აღსანიშნავია, რომ ენდრიუს გარდაცვალებას ერთ-ერთი დაღუპული მოსწავლის მშობლები გამოეხმაურნენ. მათ ოჯახს დანაკარგისათვის სამძიმარი გამოუცხადეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×