რეზონანსი
31.07.2019

 ზუგდიდში, ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის 72 წლის ინდიკო ჯომიდავას ცხედარი, 14-საათიანი მცდელობის შემდეგ, ამოასვენეს. იგი აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში ცხოვრობს. ჭის ამოწმენდით სამუშაოებზე ის წლებია შვილთან ერთად მუშაობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

უბედური შემთხვევა დღეს დაახლოებით 12 საათზე მოხდა. როგორც ადგილზე მყოფი მუშები ამბობენ,ჭა დაახლოებით 9-10 მეტრი სიღრმისაა.

ცხედარს შემთხვევის ადგილიდან ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×