რეზონანსი
31.07.2019

 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გუშინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 22 წლის გიორგი მაისურაძეა. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ცხოვრობდა. თანასოფლელები მას კეთილშობილ და მშრომელ ახალგაზრდად ახასიათებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ის თბილისში, სხვა თანასოფლელ ახალგაზრდებთან ერთად საზამთროს ყიდდა.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დღეს დილით, მან სახლი ყოველგვარი აღელვების გარეშე დატოვა.

„გვითხრა, მეგობართან სტუმრად მივდივარო, ნერვიულობის არაფერი ეტყობოდა“, - თქვა გარდაცვლილის მამამ, კობა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, გურჯაანში კურორტ „ახტალას“ ტერიტორიაზე ხეზე ჩამოკიდებული ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელმა ნახა.

newpost.com.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×