რეზონანსი
30.07.2019

 (რეზონანსი) მოსალოდნელი ცვლილებების და გადანაწილებების ფონზე, დარჩება თუ არა მაია ასათიანის საავტორო გადაცემა „პროფილი" „რუსთავი 2"-ზე, - ვითარებაში გასარკვევად „პრაიმტაიმი" გადაცემის ავტორს დაუკავშირდა.

მაია ასათიანის თქმით, ძირეული ცვლილებები, ან გადაცემის დახურვა არ იგეგმება. პირიქით, ის მაყურებელს არაერთ სიახლეს ჰპირდება.

„ყოველ ახალ სეზონზე პროფილი ეთერს იწყებს განსხვავებული ფორმატით. სოციალური თემატიკა არის ჩვენი გადაცემის მთავარი პლაცდარმი, რითაც დაიმკვიდრა მაყურებლის სიყვარული. აქედან გამომდინარე, ალბათ, მაყურებელს ახსოვს ის სეზონი, როცა პროფილის ფორმატი რადიკალურად შევცვალეთ, ის ცნობილი პრომო, როცა გრიმს ვიშორებ და გრიმის გარეშე მიმყავს გადაცემა.

წელსაც ბევრ სიახლეს ვპირდებით მაყურებელს. მაუწყებლობის მე-12 წელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაცემა რეიტინგულია და ყურებადი. ყოველ წელს მაყურებელს ვხვდებით განახლებული შინაარსით.

მართალია, სიახლეებზე დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ვპირდებით", - აცხადებს მაია ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „ნანუკას შოუ" მისი ეთერში გასვლიდან მე-10 წელს დასრულდა და ის ახალ სატელევიზიო სეზონზე მაყურებლის წინაშე სულ სხვა გადაცემით წარდგება.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×