რეზონანსი
30.07.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში მედეას ქუჩაზე ჭაში ჩავარდნილი 72 წლის კაცი ინდიკო ჯომიდავაა. იგი აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში ცხოვრობს.

ჭის ამოწმენდით სამუშაოებზე იგი წლებია შვილთან ერთად მუშაობს. დღესაც იგი ოჯახმა დაიქირავა ჭის ჩასაღრმავებლად.

„მამა როგორც კი ჩავიდა, მიწა ჩამოიშალა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გვესმოდა მისი ხმა, ახლა 7 საათზე მეტია, რაც სამუშაოები მიმდინარეობს და მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ მის ამოყვანას, მიწა ვედრო-ვედრო ამოაქვთ,რადგან ის იშლება", - უთხრა „პრაიმტაიმს" შვილმა გენო ჯომიდავამ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×