(რეზონანსი) ქიბარ ხალვაშის შეხვედრა ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან „რუსთავი2"-ის დამფუძნებლებს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა.
„შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე „რუსთავი2"-ის 40%, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე, მაგრამ არც ისეა, რომ ხვალ ამაზე საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც მითხრეს წინადადება, რომელიც ჩემი მხრიდან საფიქრალია. მოვიფიქრებ",-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. იმავე დღეს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა და მის ადგილზე საქმის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.