რეზონანსი
30.07.2019

 (რეზონანსი) ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. "ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი" შექმნა. გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტმა თავმჯდომარედ რობერტ ტაბუევი აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. "ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში" რუსეთის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი ჯამბოლატ თედეევი შედის.

თედეევი აპირებს მილიონი რუბლი ჩადოს "ოლიმპიურ კომიტეტში", რათა ოლიმპიელებს ერთია სპორტული ფორმა ჰქონდეთ. მისი თქმით, ოლიმპიური კომიტეტის შექმნა ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის სპორტსმენებს მსოფლიო სპორტში თავისი ადგილი დაიკავონ და უახლოეს მომავალში ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×