რეზონანსი
30.07.2019

 (რეზონანსი) ახალი სეზონიდან „ნანუკას შოუ" ეთერში აღარ გავა. გადაცემის ავტორი და წამყვანი ახალ გადაცემაზე მუშაობს, რომელიც სექტემბრიდან ისევ „რუსთავი 2"-ზე გავა.

„ოქტომბერში ნანუკას შოუ 10 წლის ხდება, რაც ნიშნავს იმას რომ ამ გადაცემიდან უნდა დაგემშვიდობოთ. სულ სხვა ფორმატით ვაპირებდი ამის გაკეთებას. ახალი სტუდიიდან, ახალი გადაცემიდან, მაგრამ რადგან მედიაში ამბავმა გაჟონა დაჩქარდა საიდუმლოს გამხელა.

ახალი სეზონიდან ახალი გადაცემით დავბრუნდები ეთერში. სწორედ იქ მოგიყვებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა თუ არა და სწორედ იქ გადაგიხდით მადლობას 10 წლიანი ერთგულებისთვის. ახალი გადაცემა იქნება სოციალური თოქ-შოუ.

ექნება სხვა სახელი. სხვა სტუდია. იქნება პირდაპირი ეთერი. იქნება იგივე წამყვანი-იგივე ენერგიით. ამ დროის გეგმებით შევხვდებით რ2-ზე. (თუ რამე არ შეიცვალა). თუ შეიცვალა არც ეგაა პრობლემა. ყოველთვის ვნახავ ადგილს სადაც თქვენთან შეხვედრას მოვახერხებ", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×