რეზონანსი
30.07.2019

 (რეზონანსი) „ფორმულა კრეატივი" საინფორმაციო-პოლიტიკური ტელევიზიის გახსნისთვის ემზადება. ამის შესახებ "ნეტგაზეთმა" ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინფორმირებული წყაროებიდან შეიტყო.

"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ტელეკომპანიას კავშირი არ ექნება ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ტელევიზიასთან. მასზე ძირითადად გავა საინფორმაციო და პოლიტიკური შინაარსის გადაცემები.

"ფორმულა კრეატივი" ტელეგადაცემებს ამ დრომდე "რუსთავი 2"-სთვის ამზადებს. მათ შორისაა სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები". აღიშნული კომპანია ასევე არის ინტერნეტ- გამოცემა On.ge-ს მეწილე. "ფორმულა კრეატივი" მართავს ტელეარხ "მესამესაც", თუმცა ამ არხის ქონება და სიხშირე "რუსთავი 2-ის" საკუთრებაა.

„ფორმულა კრეატივის" დირექტორი მიშა მშვილდაძე "არც უარყოფს და არც ადასტურებს" აღნიშნულ ცნობას.

27 ივლისს, „რუსთავი 2"- ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ პოტენციურ ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი ტელევიზიის გასახსნელად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×