(რეზონანსი) მალე საერთოდ აღარ იარსებებს ეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურად არ იარსებებს „ნაცმოძრაობა", „ევროპული საქართველო" და „რუსთავი 2" მათთან ერთად - აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიორგი ლომია, რომელმაც „რუსთავი 2"-ს პროპაგანდისტული რუპორი უწოდა.
მისივე თქმით, საქართველომ რუსეთთან მიმართებაში რიტორიკა უნდა შეცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელი იქნება.
„რიტორიკა უნდა შეიცვალოს. ჩვენ თუ გვინდა ურთიერთობის აღდგენა, დიალოგი, ეს უალტერნატივოა. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. 30 წლის განმავლობაში სულ საუბარი მიდის - ოკუპანტი, მტერი და ა.შ. როდესაც გამოდიხარ და მუდმივად ახსენებ, რომ შენ ხარ ოკუპანტი, მტერი და ა.შ. და ამ რიტორიკას აგრძელებ, მოგება ნულია იმიტომ, რომ ამას აკეთებს მხოლოდ ის პოლიტიკური დესტრუქციული ძალა, როგორიც არის „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო"- განაცხადა გამართულ ბრიფინგზე ლომიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ თავის პარტიის წევრებთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა და დუმაში შეხვედრებიც გამართა
ლომიას თქმით, ქართულ-რუსული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი იყო.