რეზონანსი
30.07.2019

 არასამთავრობო ორგანიზაცია "მოირგე" საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლების წარმოებას იწყებს. საწარმოსთვის ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე უკვე შერჩეული და შეთანხმებულია ფართი, რომელიც ორგანიზაციას "ჯორჯიან მანგანეზმა" უსასყიდლოდ გამოუყო. 

საწარმო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შშმ პირებს მოემსახურება. ეტლები საქართველოში დამზადდება და თითოეული მათგანი საჭიროების მქონე პირებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული. 

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, პროექტს სხვა მხარდამჭერებიც ჰყავს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია "მაკ ჯორჯია"  და საქართველოს ბანკის პროექტი "სიცოცხლის ხე". 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, ვასილ გველესიანი ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა საწარმოს გახსნისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა დეტალი განიხილეს.

 საწარმოში მინიმუმ სამი შშმ პირი დასაქმდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×