რეზონანსი
30.07.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ამ დროისთვის ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება.

შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, შეხვედრის გადადება ჯარჯი ქიმიძემ ითხოვა.

ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.

როგორც დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, ისინი ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. „იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე", - აღნიშნა დავით დვალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×