რეზონანსი
30.07.2019

 (რეზონანსი) ახალი სეზონიდან „ნანუკას შოუ" ეთერში აღარ გავა. გადაცემის ავტორი და წამყვანი ახალ გადაცემაზე მუშაობს, რომელიც სექტემბრიდან ისევ „რუსთავი 2"-ზე გავა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ახალი გადაცემის ფორმატი ჯერჯერობით უცნობია, რადგან კონკრეტულ დეტალებზე მუშაობა ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების გამო ვეღარ მოხერხდა.

პირველი გადაცემა 16 სექტემბერს გავა ეთერში და მისი წამყვანი კვლავ ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

„ჯერ ვრჩებით რუსთავი 2-ზე ვიდრე სარედაქციო პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორც დღეს არის. ახალი გადაცემის ფორმატი საბოლოდ ჩამოყალიბებული არ გვაქვს. „ნანუკას შოუ" ათი წლის გახდა და ვფიქრობ, როდესაც რაღაც პროექტი ათი წლის ხდება, ასრულებს ერთ ეტაპს. მგონია, რომ მაყურებელს ახალი უნდა შევთავაზო, თუმცა ეს არ იქნება პოლიტიკური თოქ-შოუ."-უთხრა „პრაიმტაიმს" ნანუკა ჟორჟოლიანმა

წყარო: „პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×