(რეზონანსი) სამუშაოების ფარგლებში უკვე მოეწყო სპორტული მოედნის, სამაგიდო თამაშების მოედნისა და ფანჩატურების საფუძვლები;
რეაბილიტირდა პარკში არსებული ერთსართულიანი შენობა;

მოეწყო ერისთავის ქუჩის მხრიდან ჩამოსასვლელი ორი კიბე; დასრულდა წყალარინების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობა და შემოიღობა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე.
გარდა ამისა, სრულდება განათების მონტაჟი, გარე ღობის და ორსართულიანი შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები.
ამასთან, მიმდინარეობს ცენტრალური შესასვლელის, სხვადასხვა ტიპის სპორტული მოედნებისა და შადრევნების რეაბილიტაცია,
საგამოფენო და სამაგიდო თამაშების სივრცეების, ასევე, ერისთავის მხრიდან პარკში შესასვლელი პანდუსის მოწყობა.



