რეზონანსი
30.07.2019

 (რეზონანსი)ციმბირში 3 მილიონამდე ჰექტარი ტყე იწვის. მასშტაბური ხანძრის გამო დიდია დაკვამლიანება. ის ციმბირის ტერიტორიას ცდება და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ტერიტორიამდეც აღწევს.

კრასნოიარსკის გუბერნატორმა ალექსანდრე უსმა განმარტა, თუ რატომ არ აქრობენ ხანძარს ციმბირში.

„ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომელთანაც ბრძოლა უაზრობაა და სადღაც, ალბათ მავნეც, კი" - განმარტა გუბერნატორმა. მან მოცემული მძიმე მდგომარეობა გააიგივა 35 გრადუსიან სიცივეს და თქვა- „თუ ზამთარში ცივი ამინდი და ქარბუქია, არავის მოსდის თავში, რომ დაადნონ აისბერგები, რათა დათბეს", - განაცხადა ალექსანდრე უსმა.

გუბერნატორის თქმით, ტყეების ტერიტორია კონტროლის რამდენიმე ზონად იყოფა. მისივე განმარტებით, ამ მდგომარეობით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამავე დროს, კრასნოიარსკის მხარეში დაკვამლიანებაა, რაც გუბერნატორმა არასასურველი ამინდით, კერძოდ კი ჩრდილოეთის ქარით გაამართლა.

ციმბირში ტყის ხანძრის მასშტაბები იზრდება. ბოლო მონაცემებით ცეცხლის გავრცელების არეალი 3 მილიონ ჰექტარს აჭარბებს. ამ ფონზე სამ რეგიონში, კრასნოიარსკის და ირკუტსკის ოლქის მთელ ტერიტორიაზე და ნაწილობრივ ბურიატიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა.

მასშტაბური ხანძრის გამო დიდია დაკვამლიანება. ის ციმბირის ტერიტორიას ცდება და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ყაზახეთის ტერიტორიამდეც აღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×