(რეზონანსი) ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე გუშინ „იმედი"-ს მაყურებელს დაემშვიდობა. მოგვიანებით, მან გულშემატკივრებს ფეისბუქის პირად გვედიდანაც მიმართა:
„ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო, გულშემატკივარო, ერთგულო მაყურებელო.
თქვენც მოგმართავთ, ვისაც ჩემი გადაცემა არ მოგწონდათ და მაკრიტიკებდით.
მადლობა ყველას.
მადლობა განგებას, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი მაღალ რეიტინგული შოუს წამყვანი. მადლობა განგებას, რომ მომეცა საშუალება მიმეღო უკიდეგანო გამოცდილება.
მუდმივი რომ არაფერია, ბავშვობიდან ჩამინერგეს, ამიტომ არასდროს არაფრის მეშინოდა.
არ მეშინოდა წარუმატებლობის, არც წარმატების მეშინოდა და არც წარმატების დაკარგვის შიში მაქვს.
წარმატების დაკარგვის შიში იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც შემთხვევით გაუმართლათ.
მე ჯერ ადამიანი ვარ და მერე სხვა დანარჩენი, შეძენილი თუ ნასწავლი თვისებებით.
არაფერი შემთხვევითი არ არის, ყველაფერს ჩვენ ვქნით. ჩვენ ვანგრევთ.
გეშინოდეს თქვენი ფიქრების თუ ისინი უარყოფითია.
გეშინოდეთ იმ ადამიანების ვიზედაც უარყოფითს ფიქრობთ და საუბრობთ.
გენოდეს, როცა სხვისი ცუდი გიხარია და ფიქრობ, რომ ის ღირსია ცუდად იყოს.
წიწაკა მწარეა, ბევრ შაქარს შეიცავს.
გიორგი ჯაჯანიძე".