რეზონანსი
30.07.2019

ლარის კატასტროფული გაუფასურება გრძელდება. ამ წუთებში "ბლუმბერგის" პლატფორმაზე 1 დოლარი 2.95 ლარი ღირს, ხოლო გარე სავალუტო პუნქტებში 3.0-ს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უმძმესი სავალუტო კრიზისი მძვინვარებს, არც ერთი სახელმწიფო უწყება განმარტებას არ აკეთებს. ბიზნესმენები და ფინანსისტები კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დასახოს გეგმები და პრობლემის მოგვარების ოპტიმალურ გზებს უნდა მიმართოს, რადგან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში. ლარის კურსი უნდა დარეგულირდეს სასწრაფოდ და ამაში უნდა ჩაიდოს მაქსიმალური ძალისხმევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა გაურესდება. კობა გვენეტაძე თუკი პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს თანანმდებობა", - ამბობს ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×