რეზონანსი
30.07.2019

 ჟურნალისტი, ია დანელია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს :

"ორი დღეა მთელი სოციალური ქსელი ირაკლი ოქრუაშვილისადმი მიძღვნილი პასკვილებითაა გადაჭრელებული. ზოგი ისე მაღალმხატვრული სტილითაა დაწერილი, ქართული ლიტერატურის ანთოლოგიაშიც აქვს მოხვედრის შანსი. ამასობაში დოლარი 2.94-ია და... ვგონებ, გემი გვეძირება ბატონებო! ჰოდა, გემს მიხედეთ, გემს, თორემ ეგ კურსი 3-ს თუ გადასცდა, დარჩება ნახევარი საქართველო უსახლკაროდ. იპოთეკური კრედიტებით აქვთ ნაყიდი ადამიანებს ხელისგულისოდენა სახლები და მოგადგებიან იმათ, ვისაც დიდ დიდი სახლ-კარი გაქვთ! და გყავდეთ მერე ოქრუაშვილი ციხეში და მელია დაბრასლეტებული!.."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×