(რეზონანსი) სარატოვში პოლიციამ მიაგნო ბავშვს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, მიწის ქვეშ 25 ძაღლთან ერთად ცხოვრობდა. იქ ყოფნას მას მშობლები აიძულებდნენ. ამის შესახებ რუსული მედია პოლიციის რეგიონალურ სამმართველოზე დაყრდნობით წერს.
გოგონას ოჯახი არასრულწლოვანთა კომისიას აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი, მაგრამ გაუგებარი მიზეზებით, ის 2 თვის წინ, აღრიცხვიდან მოხსნეს.
ამ სახლში, ანტისანიტარიაში 25 ძაღლი, 2 კატა და ერთი კურდღელი ცხოვრობდა. მათ ვეტერინარების დახმარება სჭირდებოდათ.
ვარაუდობენ, რომ გოგონას ოჯახი წლების განმავლობაში დაკარგული და მოპარული ცხოველებით ვაჭრობდა.
ცხოველების დამცველებმა მათგან 19-ის წაყვანა მოახერხეს.
ამჟამად სიტუაციას გამომძიებლები სწავლობენ.
(პრაიმტაიმი)
