რეზონანსი
29.07.2019

 (რეზონანსი) ტრანსკავკასიური ბილიკის წევრების თქმით, სვანეთში ხიდი მოხერხეს და წყალში ჩააგდეს

სვანეთში, ხალდეს ჭალის ხეობაში ხიდი მოჭრეს და მდინარეში ჩააგდეს, - ამის შესახებ ფეისბუკზე ორგანიზაცია „ტრანსკავკასიური ბილიკის" წარმომადგენელმა სოფო ბაგაურმა დაწერა.

„დღეში 30 კილომეტრს გავდიოდით და ხელით აგვქონდა მასალა მთაში. 3 დღის წინ დავასრულეთ. გუშინ ღამით ვიღაცამ ჩვენი აშენებული ხიდი ბენზოხერხით მოჭრა",- წერს იგი.

„ტრანსკავსიური ბილიკი", რომელიც ნიშნავს გზების ერთიანობას კასპის ზღვიდან შავ ზღვამდე კავკასიონის გასწვრივ, 2016 წელს, სვანეთიდან დაიწყო. მოხალისეები მომხდართან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს არ დაკავშირებიან.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×