რეზონანსი
01.08.2019

 მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრმა ,ახალციხეში, კოსტავას #33-შიგანახლებული მაღაზია გახსნა.თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მაღაზიაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის  ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.

მაღაზიაში მომხმარებლებს შეუძლიათ სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათების შეძენა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება. აქვე წარმოდგენილია სმარტფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს. 

ბილაინი აქტიურად აგრძლებს მაღაზიების გახსნასა და განახლებას. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით ბილაინის 36 მაღაზია ფუნქციონირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×