რეზონანსი
29.07.2019

 (რეზონანსი) Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 2019 წლიდან 29 ივლისის ჩათვლით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 375 მილიონი აშშ დოლარით (+7,5%) გაიზარდა. მილიარდერების 500-ეულში ივანიშვილი ბოლო ერთ თვეში რამდენიმე ადგილით დაწინაურდა და ახლა უკვე 348-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 5,37 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული. 1990-იანი წლებში ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა, რუსეთის საქმიან ცხოვრებაში. მისი ინტერესები ფართოდ იყო წარმოდგენილი რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ფინანსების, ჯანდაცვისა და მძიმე მეტალურგიის სექტორში.ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. ამ პერიოდში მან აქტივების გაყიდვების შემდეგ $2,6 მილიარდის მობილიზება შეძლო. ივანიშვილის ქონების ზრდის მეორე ტალღა 2012 წელს ემთხვევა. პოლიტიკაში მოსვლამდე, ივანიშვილმა რუსეთში დარჩენილი სხვა აქტივებიც გაასხვისა, რის შემდეგაც მისი ქონება $1,5 მილიარდით გაიზარდა.

წყარო:on.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×