რეზონანსი
29.07.2019

 (რეზონანსი) მაშველებმა 10 მეტრის სიღრმის ორმოდან კნუტი ამოიყვანეს. ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

„დღეს კიდევ ერთი ონავარი კნუტი დავიხსენით განსაცდელისგან", - ამბობენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, შეტყობინება მარუხის გმირების ქუჩიდან ცხელი ხაზის მეშვეობით შევიდა.

კატის ხმა მოსახლეობას რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდა და მის სამყოფელს მხოლოდ დღეს მიაგნეს.

„ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. მაშველებმა კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და საავტომობილო გზისგან მოშორებით, უსაფრთხო არეალში გაუშვეს", - აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×