რეზონანსი
29.07.2019

 (რეზონანსი) ლენტეხში სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ორი პაციენტი რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული.

ექიმ დავით ჯანაშიას ინფორაციით, მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა შეიმჩნევა მცირე დადებითი დინამიკა. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ასევე მძიმეა რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტის მდგომარეობაც.

სამი მოქალაქე ქუთაისში ლენტეხის კლინიკიდან გადმოიყვანეს. ადგილობრივი ექიმის გიორგი ტურძელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ სოკო შეაგროვა, მოამზადა და მეზობლები დაპატიჟა. ერთი ნახევარ საათში გარდაიცვალა, სამი კი ქუთაისში გადაიყვანეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×