რეზონანსი
29.07.2019

 რეზონანსი) დღესდღეობით ირაკლის თავისუფლების აღკვეთის არანაირი მიზეზი არ არსებობს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლემ, ირინა ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში სამართლიანობა არსებობს, ის აუცილებლად იზეიმებს.

„მისი დაკავება "რუსთავი 2-ის" საქმეს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მის გამოსვლებს და ზოგადად ოპოზიციურ ქმედებებს უკავშირდება", - ამბობს ირინა ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×