რეზონანსი
29.07.2019

 (რეზონანსი) „უტვინო გავრილოვზე აგორებულმა პროვოკაციამ ქვეყანას უდიდესი ზარალი მოუტანა" - ამის შესახებ ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში, ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

ლევან ვასაძემ ქართული მედია მავნებლად მოიხსენია.

„ის ტელეტერორიზმი, რომელშიც გადავარდნილი არის ე.წ თავისუფალი და სინამდვილეში ლიბერალური ქართული ტელევიზია, არის უაღრესად მავნებელი ჩვენი ქვეყნისათვის, ეკონომიკისათვის. დათვლილია უკვე, რომ გასული კვირების მოვლენებმა, არშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ და ამის შედეგად უტვინო დეპუტატი სერგეი გავრილოვის მონაწილეობით, ჩვენი მედიის მიერ აგორებულმა პროვოკაციამ და არეულობამ გამოიღო ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგი..." - განაცხადა ლევან ვასაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×