რეზონანსი
29.07.2019

 (რეზონანსი) ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის მეოთხე შემთხვევაც დაფიქსირდა. მოწამლული პაციენტი, ქუთაისში, დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში მოათავსეს. ინფორმაციას "ipress.ge" ავრცელებს.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

ლენტეხში სოკოთი სულ ოთხი მოქალაქე მოიწამლა. ორი რეფერალურ ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთი სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×