რეზონანსი
29.07.2019

 (რეზონანსი) პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახედ ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატების თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობს.

ადვოკატებთან ერთად საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრები, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, კერძოდ „ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია და „ნაციონალური მოძრაობის " წევრი ხატია დეკანოიძე.

„გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

შეფარდებული პატიმრობის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×