რეზონანსი
29.07.2019

 (რეზონანსი) ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება იტალიის მთავრობას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ იტალიაში ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა, მაურო მურჯამ "რია ნოვოსტთან" საუბარში განაცხადა.

„მიგვაჩნია, დადგა დრო, რომ იტალიამ არსებული ხელისუფლების სახელით აღიაროს სამხრეთ ოსეთი ავტონომიურ, გაეროში წარმოდგენილი ყველა ქვეყნის სწორ სახელმწიფოდ", - განაცხადა მაურო მურჯამ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რუსეთმა ე.წ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. რუსეთთან ერთად აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×