რეზონანსი
29.07.2019

 (რეზონანსი) რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ექიმი ეჭვობს, რომ პოლიტიკოსი დორებითი მოთავსების იზოლატორში შესაძლოა მოწამლეს.

ოფთალმოლოგ ანასტასია ვასილიევას თმით, პაციენტს ალერგიის არანაირი სიმპტომები არ აქვს, მისი მდგომარეობა კი საერთო ინტოქსიკაციასა და მძიმე ტოქსიკურ კერატო-კონიუნქტივიტს შეესაბამება.

ექიმმა ასევე დასძინა, რომ ნავალნი სხვა დაკავებულებთან ერთად იკვებებოდა და ახალი პარფიუმერული ან ჰიგიენური საშუალებებით არ უსარგებლია.

ექიმის ვარაუდით, ასეთი შედეგი გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებამ გამოიწვია. მისივე თქმით, პაციენტის სრულფასოვნად გასინჯვის საშუალება არ მისცეს.

„განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა მარჯვენა თვალზეა, რომელიც ძლივს გადაურჩინეს. თუმცა ახლა განვითარებად კერატო-კონიუნქტივიტს არავინ მკურნალობს", - დასძინა ვასილიევამ.

ალექსეი ნავალნი 24 ივლისს 30 დღით დააკავეს, მოგვიანებით კი ვინოგრადოვის სახელობის საავადმყოფოში მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზით გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×