რეზონანსი
29.07.2019

 (რეზონანსი) ხელისუფლება ამტვრევს სარკეს, რომელშიც თავი არ მოსწონს - ასე აფასებს გიორგი მარგველაშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის მიუღებელია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საჭიროა, უფრო მწვავე შეფასებების გაკეთება.

მარგველაშვილისთვის გაუგებარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელ მედიას.

„ის დამოკიდებულება, რომელიც შეიქმნა, სამწუხაროდ, ეს არის დამოკიდებულება, როცა გინდა გაექცე სარკეს, რომელშიც შენ შენი თავი არ მოგწონს. ამიტომ შენ ამ სარკეს ამტვრევ. ხელისუფლებას უნდა დაამტვრიოს ის სარკე, რომელშიც ჩანს მისი სახე.

თუ შეირყევა თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ეს ბასტიონი,შემდეგი იქნება სხვა ბასტიონები და სხვანაირად მოხდება ადამიანების შეზღუდვა.

მე არ მესმის მძაფრი განცხადებები, რომელიც მინდა გავიგო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ბევრად მძაფრი მინდა. ამის საფუძველი უნდა ყოფილიყო სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, მძაფრი სიტყვები უნდა ყოფილიყო ნათქვამი, რომ ასეთმა ცვლილებამ არაფრის დიდებით არ უნდა შეარყიოს გამოხატვის თავისუფლება დამოუკიდებელი მედია," - ამბობს მარგველაშვილი „კვირის აქცენტებში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×