რეზონანსი
29.07.2019

 ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ თავისუფალ, მცურავ გაცვლით კურსს სხვა ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს, რომ მიშვებული უნდა იყოს. მან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები გააკრიტიკა. ჭყონიას შეფასებით, კობა გვენეტაძის განცხადებიდან, რომ - „ქვეყანაში თავისუფალი გაცვლითი კურსია“ - მხოლოდ ის დასკვნა კეთდება, რომ ეროვნული ვალუტა მართლაც თავისუფლად არის მიტოვებული.

„ლარის კურსი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ეროვნული ვალუტა და მისი გაცვლითი კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა. არადა, ლარი და მისი სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკის სტაბილურობას.

თავისუფალ, მცურავ გაცვლით კურსს სხვა ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს, რომ მიშვებული უნდა იყოს. თუ თავისუფალი გაცვლითი კურსი ისე გესმის, რომ ნებაზე უნდა მიუშვა, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავისი აპარატითა და ამდენი ხარჯით, რისთვის გვჭირდება? მაშინ რა არის მისი ფუნქცია?“ - აცხადებს "პალიტრასთან" ჭყონია.

მან იმ ზეგავლენაზეც ისაუბრა, რაც ბიზნესზე ლარის კურსის ვარდნას აქვს. თემურ ჭყონიას შეფასებით, შეუძლებელია პროგრესსა და განვითარებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა ბიზნესმენი იმაზე ფიქრობს, არ გაკოტრდეს და კრიზისული ვითარებიდან გამოძვრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×