რეზონანსი
29.07.2019

 "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელს ქიბარ ხალვაშს შეხვდებიან. დამფუძნებლები ამბობენ, რომ უცნობია, რა წინადადებას შესთავაზებს მათ ხალვაში.

„მივალთ და იმედია, რაიმეს შემოგვთავაზებენ, მანამდე წინასწარი საუბრები არ გვქონია. ის წარმოადგენს წინადადებას და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, თუკი წინადადება არ იქნება ისეთი, რომელიც ჩვენს დადებით პასუხს გამოიწვევს,  მაშინ ჩვენი პასუხი იქნება უარყოფითი და არ დავთანხმდებით“, - ამბობს ჯარჯი აქიმიძე.

რას შესთავაზებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ქიბარ ხალვაში არ აკონკრეტებს „რუსთავის2“ ის დირექტორი პაატა სალია.

"კიდეც რომ გამევლო ქიბარ ხალვაშთან კონკრეტული საკითხები წინასწარ ხომ არ მოგიყვებით? ვერ გეტყვით ვერაფერს, ადამიანებმა უნდა ისაუბრონ საქმეზე და კონკრეტული წინადადებები განიხილონ. ნუ მომთხოვთ იმ დეტალების მოყოლას, რას წინადადება შეიძლება ჰქონდეს ქიბარ ხალვაშს ამ ადამიანებთან" - უთხრა "პრაიმტაიმს" სალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×