რეზონანსი
28.07.2019

  ანტისაოკუპაციო აქციის დაკავებული მონაწილეები და ირაკლი ოქრუაშვილი, საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში შეძლებენ - პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ეს კომენტარი დღეს, მარნეულში გააკეთა, სადაც აზერბაიჯანულ მოსახლეობას მედიისაგან ფარულად ხვდებოდა. "კურიერმა" მას სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მიაგნო.

„არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და არცერთ საზოგადოებას დემოკრატიულ სახელმწიფოში არ სურს რომ ნახოს, როგორ ხდება კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივი შეტევა, როგორ ხდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე შეტევა და როგორ ხდება შეტევა პარლამენტზე.

გამოძიება მიმდინარეობს კონკრეტულ ფაქტზე და მას ბრალი აქვს წაყენებული, არა როგორც პოლიტიკურ აქტივისტს ან პოლიტიკური პარტიის წევრს, არამედ ბრალი აქვს წაყენებული კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, სადაც მას ექნება საშუალება თავის სიმართლე ამტკიცოს სასამართლოსი, ისარგებლოს დაცვის უფლებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვისაც სასამართლოში დაუდასტურდება, რომ ჩადიოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, აორგანიზებდა ძალადობას ან შეტევას პარლამენტზე, ბუნებრივია, იმ ადამიანებს მოუწევთ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ კანონის წინაშე,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×