რეზონანსი
28.07.2019

  უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, კოშკის ზედა ნაწილი შარშანაც ჩამოიშალა.

„დღეს დილით ჩამოშლილა კიდევ კოშკის ნაწილი. ბიჭები ჰყვებიან, კინაღამ ტურისტი მოიყოლაო", - ამბობს ადგილობრივი ნაირა ვაჩლიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბოლომდე 20 კოშკი და მაჩუბი უნდა განახლდეს. შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. იგეგმებოდა თუ არა წელს ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის რეაბილიტაცია, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×